კატები შესაძლოა ადამიანებში კიბოს მკურნალობის გასაღებს ფლობდნენ
1772131887
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მარტის დასაწყისში აბუ-დაბიშია დაგეგმილი.
26 თებერვალს ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან შეხვედრები გამართა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელთან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან რუსტემ უმეროვთან და „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერ დავით არახამიასთან, ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან.
ზელენსკის თქმით, უკვე არსებობს „მეტი მზადყოფნა“ სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა ლიდერების დონეზე შეხვედრის მომზადებაა.
„ჩვენ უნდა დავასრულოთ ყველაფერი, რაც მიღწეულია უსაფრთხოების რეალური გარანტიებისთვის და მოვამზადოთ შეხვედრა ლიდერების დონეზე. სწორედ ამ ფორმატს შეუძლია ბევრი რამის გადაჭრა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.