1769284719
ზელენსკი: რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და სხვა რუსული ომები - მოლდოვის, ჩეჩნეთის საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ხალხების სიმართლისადმი გულგრილობის შედეგებია
უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთის დამპყრობლურ ომებზე გულგრილ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. ვილნიუსში საგანგებო ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს ლიდერებმა რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვაზე დადეს ფსონი, რასაც შედეგად უკრაინის, მოლდოვის, ჩეჩნეთისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომები მოჰყვა.
„რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და სხვა რუსული ომები – მოლდოვის წინააღმდეგ, ჩეჩნეთის წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ – ჩვენი ხალხების სიმართლისადმი გულგრილობის შედეგებია. იმ სიმართლის, რომელსაც ჩვენი ხალხი გრძნობს და იმ გულგრილობის, რომელიც მსოფლიო საკვანძო ძალებმა გამოავლინეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში და 21-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ისინი რუსეთზე დებდნენ ფსონს“, - განაცხადა ზელენსკიმ.











