„ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა...“ - მძიმე ავარია თბილისში
1782939096
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ამაღამ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ამზადებს.
უკრაინის ლიდერმა ამის შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან, მიხოლ მარტინთან დუბლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად უტევს, კვირაში ერთხელ ან ორჯერ კი რუსი დამპყრობლები მიმართავენ მასშტაბურ დარტყმებს ასობით დრონისა და სხვადასხვა ტიპის ათობით რაკეტის გაშვებით.
„დღეს არის ინფორმაცია, ძალიან უსიამოვნო, რუსეთის მორიგი ასეთი მასშტაბური დარტყმის მომზადების შესახებ. არსებობს დაზვერვის მონაცემები“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.