ქალმა ლატარიაში დიდი თანხა მოიგო და ამის შესახებ არავის უთხრა
1790512332
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ფრანცისკის შეხვდა.
როგორც Vatican News-ი იუწყება, ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკესა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრა 35 წუთს გაგრძელდა.
პირისპირ საუბრისა და უკრაინული დელეგაციის წარდგენის შემდეგ, რომის პაპმა ზელენსკის ბრინჯაოს ბარელიეფი აჩუქა, წარწერით „მშვიდობა სათუთი ყვავილია“. თავის მხრივ, ზელენსკიმ პონტიფიკოსს ბუჩას დანაშაულებზე ნახატი - „მარიჩკას ისტორია“ აჩუქა.
ნახატი ასახავს ბუჩაში რუსული სამხედრო დანაშაულებს.
ზელენსკისა და რომის პაპს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა.
აღსანიშნავია, რომ ვატიკანში ეს პრეზიდენტ ზელენსკის რიგით მე-3 ვიზიტია.