ზელენსკი დავოსში ჩავიდა, სადაც ტრამპს შეხვდება

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კიევის დროით 14:00 საათზე შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზელენსკი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

დაგეგმილია ზელენსკის მოლაპარაკებები ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან.