ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა აშშ-ს ირანული დრონების მოგერიებაში დაეხმარება - CNN

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა აშშ-ს ირანული დრონების მოგერიებაში დაეხმარება. 

„მე მივეცი ინსტრუქციები, რომ უზრუნველყოფილი იყოს საჭირო საშუალებები და ადგილზე იმყოფებოდნენ უკრაინელი სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ საჭირო უსაფრთხოებას. უკრაინა ეხმარება პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვაში" - აღნიშნა ზელენსკიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

CNN-მა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ზელენსკის განცხადების შესახებ ჰკითხა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მიესალმება დახმარებას.