ყველაზე ძლიერი წვიმა ბოლო 75 წელში - დუბაიში გაუქმდა ფრენები, არის მსხვერპლი

დუბაი

სპარსეთის ყურის ქვეყნებში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას ებრძვიან.

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. 

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიტბორა ქუჩები, წაიქცა პალმები და ჩამოინგრა შენობების ფასადები.

 

 

დუბაიში გაუქმდა ფრენები, შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა და დაიხურა სკოლები.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ ძალიან რთული პირობების წინაშე დგანან, რის გამოც მგზავრებს ურჩევენ, აეროპორტში არ მივიდნენ, თუკი ეს უკიდურესად აუცილებელი არ არის.