ლოცვა, რომელიც პეტრე-პავლობის დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ - მას უდიდესი ძალა აქვს
1752264675
მეორე მსოფლიო ომის დროს, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, ვოლგოგრადში, საგზაო ნიშნები „ვოლგოგრადი", დროებით წარწერა „სტალინგრადით“ ჩაანაცვლეს.
2013 წელს, ვოლგოგრადის საქალაქო სათათბირომ გადაწყვიტა ქალაქისთვის "სტალინგრადის" სახელი დაებრუნებინა წელიწადში ათი დღე. მათ შორის - 2 თებერვალს - სტალინგრადის ბრძოლაში საბჭოთა ჯარების გამარჯვების დღეს.
1-2 თებერვალს ვოლგოგრადის რეგიონში დასვენების დღეებია გამოცხადებული. რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი სამხედროებისა და ვეტერანების მონაწილეობით. ასევე, 2 თებერვალს იგეგმება სამხედრო აღლუმი, რომელსაც, სავარაუდოდ, პუტინიც დაესწრება.