ვითარება ირანში - Times-ის ინფორმაციით, დედაქალაქის მხოლოდ ექვს საავადმყოფოში უკვე დადასტურებულია დემონსტრანტების მკვლელობის 217 ფაქტი

iran

ღამით, ირანის ხელისუფლებამ ანტისამთავრობო პროტესტს ცეცხლით უპასუხა. Times-ის ინფორმაციით, დედაქალაქის მხოლოდ ექვს საავადმყოფოში უკვე დადასტურებულია დემონსტრანტების მკვლელობის 217 ფაქტი.

მოქალაქეების უმეტესობა ძალოვნების მიერ ნასროლ ტყვიას ადგილზე ემსხვერპლა.

გამოცემა, კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ ხელისუფლებამ საავადმყოფოებიდან ცხედრები გაიტანა. დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდაა.