ვისაც დიალოგი სურს, სადაც უნდათ, როცა უნდათ, მე მთავრობასთან ერთად ხელმისაწვდომი ვარ - ედი რამა

ედი რამა

ვისაც დიალოგი სურს, სადაც უნდათ, როცა უნდათ, აქაც კი, თუ სურთ, მე მთავრობასთან ერთად ხელმისაწვდომი ვარ, – ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ედი რამამ თავისი ოფისის წინ განათავსა სკამები წარწერით – „დიალოგი“.  მან ასევე აღნიშნა, რომ დიალოგს ძალადობაში ჩართულ პირებთან არ გამართავს.

„ერთადერთი, ვისაც არ მივესალმებით, არიან ისინი, ვინც ძალადობას ჩადიან და ისინი, ვინც ძალადობისგან დისტანციას არ ინარჩუნებენ“, – თქვა ედი რამამ.

ცნობისთვის, ალბანეთში, უკვე რამდენიმე დღეა, სტუდენტური აქციები იმართება. აღნიშნულს პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოჰყვა. აქციები თავდაპირველად უნივერსიტეტებში არსებულ პირობებსა და უმაღლესი განათლების ხარჯებს ეხებოდა.

✕