ფეხბურთელმა ჩაფხუტში დამალულ გველთან ერთად თითქმის ერთი საათი ივარჯიშა
1786799723
ვირჯინიის შტატის უნივერსიტეტის კამპუსში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ხუთი პირი დაშავდა. სამართალდამცველების ცნობით, საქმეზე ძებნილი პირი სროლიდან თითქმის 12 საათის შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსის კარადაში იმალებოდა, სადაც პოლიციამ იგი აიყვანა, - წერს მედია.
ჩესტერფილდის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულია 19 წლის კამრონ ჰარისი.
გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის. ჰარისს ბრალად ედება მძიმე დანაშაულები, მათ შორის განზრახ დაჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენება; იგი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
ინციდენტი უნივერსიტეტის კამპუსების მიმდებარედ ღამის საათებში მოხდა, რასაც კამპუსის დროებითი დაკეტვა და უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მოჰყვა. დაშავებულთა შორის ერთი უნივერსიტეტის 20 წლის სტუდენტია, რომელმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღო და მალევე გაეწერა კლინიკიდან, ხოლო დანარჩენი ოთხი პირს უნივერსიტეტთან შემხებლობა არ აქვს. ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სამართალდამცველების განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო კამპუსის ტერიტორიაზე პოლიციის გაძლიერებული ეკიპაჟები არიან მობილიზებული. შენარჩუნებულია უსაფრთხოების დამატებითი ზომები.