„განსაკუთრებით ერთი საუბარი მახსენდება... გერმანელებთან. არ ვიტყვი, ვინ იყო, თუმცა კანცლერის აპარატის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა: თუ ეს ომი მაინც უნდა მოხდეს, განა არ ჯობია, ყველაფერი სწრაფად დასრულდეს და უკრაინელებმა წააგონ?“ - ბორის ჯონსონი

boris jonsoni

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინა პერიოდის სკანდალური დეტალები გაასაჯაროვა.

საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის (FPRI) პროექტის პოდკასტში გამოსვლისას ჯონსონმა გაიხსენა საუბარი გერმანიის კანცლერის აპარატის მაღალჩინოსანთან, რომელმაც ომის დაწყებამდე უკრაინის სწრაფი დამარცხების სურვილი გამოთქვა.

„განსაკუთრებით ერთი საუბარი მახსენდება... გერმანელებთან. არ ვიტყვი, ვინ იყო, თუმცა კანცლერის აპარატის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა: თუ ეს ომი მაინც უნდა მოხდეს, განა არ ჯობია, ყველაფერი სწრაფად დასრულდეს და უკრაინელებმა წააგონ?..“ - აცხადებს ბორის ჯონსონი.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ეპიზოდი ყირიმის ანექსიის შემდეგ ბერლინისა და პარიზის ზოგადი და მცდარი სტრატეგიის ნათელი ილუსტრაციაა. ჯონსონის თქმით, დასავლელი პარტნიორები „ოჯახის ფსიქოლოგებივით იქცეოდნენ და ერთი ქვეყნის მიერ მეორეზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმას ოჯახურ სკანდალად აფასებდნენ“.