ზოდიაქოს ამ 5 ნიშნისთვის აგვისტო წლის ყველაზე ბედნიერი თვე გახდება - ასტროლოგები ასახელებენ
1786641134
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა,პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, რეალიზაციის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე სამი ადამიანი დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ” და მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით, 19-260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლით მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ორ ბრალდებულს 18 -18 წლით, ერთს კი 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.