ჯარიმა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1786764308
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა, 560 კაფსულა
ფსიქოტროპული პრეპარატი - ,,პრეგაბალინი“, რომელიც მათ სამგზავრო ჩანთაში ჰქონდათ განთავსებული.ორივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.