რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება
1738090777
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საპარლამენტო არჩევნებში პარტია "ფიდესის" დამარცხებაზე საუბრობს. ორბანის განცხადებით, "ფიდესის" და "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის" კანდიდატებს მხარი 2 250 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა.
"2014 წელს, ანალოგიური მხარდაჭერით, ჩვენ არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვება მოვიპოვეთ, გუშინ კი ეს ხმები მხოლოდ ღირსეული ასპარეზობისა და მარცხისთვის აღმოჩნდა საკმარისი", — აღნიშნა ორბანმა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ "ფიდესი" კვლავ რჩება უნგრეთის ყველაზე მტკიცე პოლიტიკურ გაერთიანებად და კვლავაც ერთგულად ემსახურება ხალხს, როგორც ამას ათწლეულების განმავლობაში აკეთებდა.