VIDEO: UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ესპანეთში სკანდალში გაეხვა

ილია თოფურია

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ესპანეთში სკანდალში გაეხვა. სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც თოფურია ერთ-ერთ ბარში მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა.

მედიაში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ქართველი მებრძოლი ვიდეოთამაშს თამაშობს, რა დროსაც მასთან უცნობი პირი მიდის. მამაკაცი თოფურიას რაღაცას ეუბნება და რამდენჯერმე ხელიც ჰკრა, რასაც ქართველი მებრძოლის გაღიზიანება და შემდეგ უკვე ფიზიკური ანგარიშსწორება მოყვა. კონკრეტულად, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილია თოფურიასთას ერთად ფიზიკურ დაპირისპირებაში მისი ახლო მეგობარი, წარსულში პროფესიონალი მოკრივე და ამჟამად მომღერალი, ომარ მონტესიც მონაწილეობდა.

ცნობისთვის, წარსულში მონტესი პროფესიონალი მოკრივე იყო და მას საშუალო წონაში 100-ზე მეტი ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ომარ მონტესი და ილია თოფურია ახლო მეგობრებიც იყვნენ.

დაპირისპირებული მხარეები საბოლოოდ, ბარში მყოფმა ადამიანებმა გააშველეს და კონფლიქტიც ამ გზით ჩაწყნარდა.