VIDEO: „მათ ხელზე მხოლოდ 3 თითი და წაგრძელებული თავი აქვთ“ - რა მიზნით გაიმართა უცხოპლანეტელების შესახებ საჯარო მოსმენა მექსიკაში

უცხოპლანეტელების შესახებ საჯარო მოსმენა

12 სექტემბერს მექსიკაში ამოუცნობი ანომალური ფენომენების შესახებ საჯარო მოსმენა პირველად გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოს "ამერიკის ხმა" აქვეყნებს. მოსმენაზე "არა-ჰუმანოიდი" არსებების ნეშტები წარმოადგინეს. 2017 წელს პერუში აღმოჩენილი ორი მუმიის ასაკი 700 და 1800 წელია. მათ თითოეულ ხელზე მხოლოდ 3 თითი და წაგრძელებული თავი აქვთ.

მკვლევრებმა შეძლეს დაედგინათ, რომ ორი მუმიის დნმ ადამიანის დნმ-ს არ მიეკუთვნება.

კონგრესის მოსმენის მიზანი იყო გადაწყვეტილების მიღება საჰაერო კოსმოსური სივრცის დაცვის კანონის შესახებ, რომელიც მექსიკას გადააქცევს მსოფლიოში პირველ ქვეყნად, რომელიც დედამიწაზე უცხოპლანეტელთა ყოფნას აღიარებს. 

„ამერიკის ხმა“

ასევე ნახეთ:

ინტერვიუ უვადო პატიმართან, რომელმაც ციხეში ცოლი მოიყვანა და შვილიც შეეძინა

„მახსოვს როგორ მიჭერდა სახეზე აკანკალებულ ხელებს ჩემი პატარა გოგონა და ღმერთს ვეხვეწებოდი, ოღონდ ამერიკის მიწაზე მშვიდობიანად დაგვედგა ფეხი“ - ქართველი გოგოს უმძიმესი გზა ემიგრაციამდე