VIDEO: „მაქციის სინდრომით“ დაბადებული - ბავშვის დედა ამბობს, რომ ორსულობისას კატის ხორცი ჭამა

„მაქციის სინდრომით“ დაბადებული

ფილიპინელ ბიჭისთვის, რომელიც "მაქციას სინდრომით" დაიბადა, ფულს აგროვებენ. ბავშვს ლაზერული ეპილაცია უნდა გაუკეთონ, რათა მოიცილონ ზედმეტი თმა სახიდან და ტანიდან. სტატიას The Daily Mail-ი აქვეყნებს.

დედა შვილის ასეთი უჩვეულო პათოლოგიის მიზეზს მისტიციზმით ხსნის. ფილიპინელ ქალს ეგონა, რომ ის დაწყევლეს ორსულობის დროს გარეული კატის ხორცის ჭამისთვის.

მრავალშვილიანი დედა იხსენებს, რომ უმცროს ვაჟზე, ჯარენზე ორსულობის დროს, ძალიან იზიდავდა ეგზოტიკური კერძები.
 
ფილიპინების შორეულ მთის სოფლებში ხშირად ჭამენ გარეულ კატებს, ამიტომ ალმამ გადაწყვიტა მეგობრების მოსანახულებლად ჩასულიყო და ეგზოტიკური კერძი დაეგემოვნებინა.

„იქ სპეციალურად მომიმზადეს შემწვარი შავი კატა - და მეც ვჭამე. მართალია, მოგვიანებით, მშობიარობის შემდეგ, ვინანე. მივხვდი, რომ საშინელი საქციელი ჩავიდინე, რისთვისაც წყევლით დავისაჯე...“ - ამბობს მედიასთან ალმა.

საბედნიეროდ, ექიმებმა შეძლეს დაერწმუნებინათ, რომ ცრურწმენა არაფერ შუაშია.