VIDEO: ლონდონში ჩარლზ მესამის და დედოფალ კამილას კორონაციის ცერემონია დაიწყო

მეფე ჩარლზი

ლონდონში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის და დედოფალ კამილას კორონაციის ცერემონია დაიწყო. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, უესტმინსტერის სააბატოში მიმდინარე ცერემონია მრავალფეროვანი და ინკლუზიური იქნება. ქრისტიანი სასულიერო პირების გარდა მასში მონაწილეობას იღებენ იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმისა და სიქჰიზმის წარმომადგენლები. მუსიკა კი უელსურ, შოტლანდიურ და ირლანდიურ გელურ ენებზე შესრულდება. ასევე, პირველად დიდი ბრიტანეთის მონარქის კორონაციაში მონაწილეობას ქალი ეპისკოპოსები იღებენ.

სააბატოში ცერემონიის შემდეგ მეფე და დედოფალი ბუკინგემის სასახლეში გადაინაცვლებენ და ხალხს ტრადიციულად აივნიდან მიესალმებიან. კორონაციის აღნიშვნა დიდ ბრიტანეთში 8 მაისამდე გაგრძელდება.