1663875453
VIDEO: კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ქვას ესვრის მრვალსართულიან კორპუსს და სახლი ნანგრევებად იქცევა (თურქეთი)

თურქეთში მალათიის მცხოვრებმა თებერვლის მიწისძვრების გამო სერიოზულად დაზიანებული შენობა დაანგრია, წერს პორტალი Onedio. ამისათვის საკმარისი იყო ქვის სროლა, რის შემდეგაც მაღლივი შენობა უბრალოდ ჩამოინგრა.
გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ქვას ესვრის მაღალსართულიან კორპუსს, რომელიც საგრძნობლად დაზიანდა წარსული მიწისძვრების შემდეგ. შენობა რამდენიმე წამში ჩამოინგრა და უკან აგურის გროვა დატოვა.