ვერტმფრენის ჩამოვარდნას მილიონერი ემსხვერპლა

უცხოეთი

რუსული მედიის ცნობით, პერმის მხარეში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად რუსი მილიონერი, ილიას გიმადუტდინოვი დაიღუპა.

გიმადუტდინოვი მსხვილი სატრანსპორტო კომპანია Таттранском-ის დამფუძნებელი იყო, მასთან ერთად დაიღუპა ამავე კომპანიის საავტომობილო კოლონის ხელმძღვანელი, ელმირ კონიაკოვი.

მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი Robinson R44 Raven არაავტორიზებული ფრენის დროს ჩამოვარდა.