ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება
1767902658
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის მიღებას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე ვენესუელის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო ქმედებების განხორციელებას აუკრძალავს.
საომარი უფლებამოსილებების შესახებ რეზოლუციას მხარი 52-მა სენატორმა დაუჭირა, 47 კი წინააღმდეგ წავიდა.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას მხარი ტრამპის მომხრე ხუთმა რესპუბლიკელმა სენატორმაც დაუჭირა, ერთმა კი, ხმის მიცემაში მონაწილეობა არ მიიღო.
„როიტერის” ცნობით, კენჭისყრა ჩატარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეერთებული შტატების ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს. კონგრესმენების ნაწილის განცხადებით, კონგრესს და არა პრეზიდენტს, უნდა ჰქონდეს ომში ჯარების გაგზავნის უფლებამოსილება, როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული.