ბრიტანეთის მთავრობა: ირანის ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს

ბრიტანეთი

ბრიტანეთის მთავრობამ ირანის ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მხარს უჭერს მათ, „ვინც მშვიდობიანი პროტესტის უფლებით სარგებლობს“.

„ირანის ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის, შეკრებისა და ინფორმაციაზე წვდომის თავისუფლებას“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას ირანელი ლიდერების წინააღმდეგ „ძალიან ძლიერი დარტყმის“ შესახებ, თუ ისინი მომიტინგეებს დახოცავენ, პრესსპიკერმა უპასუხა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის „მთავარი ყურადღება მიპყრობილია მათ მხარდაჭერაზე, ვინც მშვიდობიანი პროტესტის უფლებას იყენებს“.