ვენესუელის თავდაცვის მინისტრი მომხდარს აფასებს

ვლადიმირ პადრინო

ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ პადრინომ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები „მკაცრად აპროტესტებენ“ ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის „გატაცებას“.

ვენესუელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ინციდენტის დროს სასტიკად მოკლეს სამხედრო პირები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები.

ამასთან, ვლადიმირ პადრინომ აღნიშნა, რომ ვენესუელის არმია მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს, რომელიც დროებით შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას.