ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1700-ს გადააჭარბა

ვენესუელა

ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რომ ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 719-მდე გაიზარდა.

როდრიგესმა აღნიშნა, რომ მიწისძვრის შედეგად კიდევ 5 034 ადამიანი დაშავდა, 15 866 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.

როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, დაღუპულთა შორის აშშ-ის სამი მოქალაქეა, 12 კი დაკარგულად ითვლება.

გაერო-ს განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობის შესაძლო ზრდისთვის ემზადებიან. ვენესუელაში გაერო-ს ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა, ჯანლუკა რამპოლა დელ ტინდარომ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, 10 000-მდე გაიზარდოს. მისივე თქმით, მიწისძვრის შედეგად 2 500 შენობა სრულად განადგურდა.