„ვენესუელა გაყინული ვახშამი არ არის“, „რუსეთ-უკრაინის ომში გადაუჭრელი რჩება ერთი საკითხი, „აშშ-ს შეუძლია ირანზე წინმსწრები დარტყმა განახორციელოს“ - ეს განცხადებები მარკო რუბიომ სენატში მოსმენაზე გააკეთა

მარკო რუბიო

 ვენესუელა გაყინული ვახშამი არ არის", "მას მიკროტალღურ ღუმელში ვერ მოათავსებ და 1/2 წუთის შემდეგ მზად არ იქნება. ეს რთული საკითხებია", "რუსეთ-უკრაინის ომში გადაუჭრელი რჩება ერთი საკითხი", "ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია ირანზე წინმსწრები დარტყმა განახორციელოს" - ეს განცხადებები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა.

მარკო რუბიო საგარეო პოლიტიკის საკითხებზე კანონმდებლებს სამი საათის განმავლობაში ესაუბრა. თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ზომები გამოიყენოს, თუ ქვეყნის დროებითი ხელმძღვანელობა აშშ-ის მოლოდინებს არ გაამართლებს.

რუბიო აცხადებს, რომ ირანში რეჟიმის შეცვლა "ბევრად უფრო რთული" იქნება, ვიდრე ვენესუელაში და არ არსებობს მარტივი პასუხი თუ რა მოხდება ირანში უზენაესი ლიდერისა და რეჟიმის დამხობის შემთხვევაში.