ვემზადებით უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის, უკრაინის საკითხზე რუსეთის მემორანდუმის მუშაობა ფინალურ ეტაპზეა - დიმიტრი პესკოვი

დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე რუსეთის მემორანდუმის მუშაობა ფინალურ ეტაპზეა. პესკოვის თქმით, უკრაინისა და რუსეთის მიერ წარდგენილი მემორანდუმის პროექტები მალე გახდება ცნობილი.

„მალე ცნობილი გახდება იმ მემორანდუმის პროექტები, რომლებიც ორი მხრიდან იქნება წარდგენილი და საუბარი დაიწყება უკვე მოლაპარაკებებს შემდეგ რაუნდზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის ემზადება.

„ჩვენ ძალიან დაძაბულ სამუშაოს ვაწარმოებთ. ვემზადებით უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის. ამასთან, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კონტაქტებს ამერიკელებთან“, – აღნიშნა პესკოვმა.

როგორც კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, რუსეთი მადლობელია პირადად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობის ძალისხმევისთვის.