ვარშავაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული მარში სლოგანით „პოლონელი პოლონეთის პატრონია“ გაიმართა - ღონისძიებას პრეზიდენტი კაროლ ნავროცკიც შეუერთდა

კაროლ ნავროცკი

ვარშავაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული მარში სლოგანით „პოლონელი პოლონეთის პატრონია“ გაიმართა. ღონისძიებას პრეზიდენტი კაროლ ნავროცკიც შეუერთდა.

პრეზიდენტთან ერთად მსვლელობაში მისი უფროსი შვილი და ადმინისტრაციის წევრებიც მონაწილეობენ.

მარში ადგილობრივი დროით 14:30 საათზე დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ ლოზუნგებს: „დიდება დიდ პოლონეთს“, „პატივი და დიდება გმირებს“.

✕