უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-ის მონაწილეობა წარმატებაა, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან - დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამშვიდობო შეთანხმების დასრულებამდე დიდი დროა.

დონალდ ტუსკის თქმით, რუსეთს არ უნდა მიეცეს მშვიდობის პირობების კარნახის უფლება.

„ევროპელ ლიდერებთან ღამით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ერთი რამ ცხადია: დასავლეთი და უკრაინა ამ დაპირისპირებას წააგებენ, თუ რუსეთი ჩვენს გახლეჩას და მშვიდობის პირობების კარნახს შეძლებს. უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-ის მონაწილეობა წარმატებაა, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან“, – წერს ტუსკი.