ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის აღდგენის ევროპული ფონდის შექმნის შესახებ განაცხადა

ურსულა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის აღდგენის ევროპული ფონდის შექმნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა რომში, უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა.

„განსაკუთრებით მოხარული ვარ, გამოვაცხადო უკრაინის აღდგენის ევროპული ფლაგმანი ფონდის, მსოფლიოში უდიდესი სააქციო ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად შეიქმნება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, კერძო სექტორთან ერთად, ფონდი ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულისა და ორმაგი დანიშნულების სფეროებში ინვესტიციების განხორციელებას დაიწყებს.

„განსაკუთრებით მოხარული და ჭეშმარიტად მადლიერი ვარ, რომ ამას იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთსა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად ვაკეთებთ. გმადლობთ თქვენი ერთგულებისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.