UPS-ის სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად "მეტალის დაღლილობა" დასახელდა - ავიაკატასტროფას 14 ადამიანი ემსხვერპლა

უცხოეთი

UPS-ის სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში აფეთქდა და 14 ადამიანი იმსხვერპლა, იმ მდგომარეობაში იყო, რასაც გამომძიებლები "ლითონის დაღლილობას“ უწოდებენ. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

34 წლის თვითმფრინავის, McDonnell Douglas MD-11-ის შესახებ, ხუთშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი ანგარიშის თანახმად, მარცხენა ძრავის თვითმფრინავთან დამაკავშირებელ სამაგრებში ბზარები გამოვლინდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გამომძიებლებმა ძრავის სამაგრში "მეტალის დაღლილობისგან" გამოწვეული ბზარები და გადატვირთულობით გამოწვეული დაშლის ადგილები აღმოაჩინეს.

სატვირთო თვითმფრინავი ლუისვილის მუჰამედ ალის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფით გამოწვეულმა ხანძარმა ეკიპაჟის სამივე წევრი და მიწაზე მყოფი 11 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო კიდევ 23 დაშავდა.