1763657118
შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზარკეცილის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ბახტრიონის, ცინცაძის, საბურთალოს, ნატახტარის, ბზვანელის, ბაკურიანის, ტეხურის, ასათიანის, იყალთოს, ანდღულაძის, ჩიქოვანის, ფანასკერტელი-ციციშვილის, ბაკურციხის, ტუსკიას, წინაუბნის, ქაფიანიძის, ბასილაიას, დოლიძის, კოსტავას, ქარელის, ლიხაურის, ბუაჩიძის, მიცკევიჩის, გამრეკელის, კუტუზოვის, ცაგარელის და სულხანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 24 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელის, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის, სოფელი კოჯრის და სოფელი კიკეთის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თიანეთის, ქერჩის, ვეკუას, ბოჭორიშვილის, ხიზაბავრის, ახმეტელის და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.










