უნგრეთმა ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის შესახებ ევროკავშირის წევრების ერთობლივი განცხადება დაბლოკა - მედია

უნგრეთი

უნგრეთმა ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის შესახებ ევროკავშირის წევრების ერთობლივი განცხადება დაბლოკა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. 

ბუდაპეშტის ვეტოს გამო აღნიშნული განცხადება საკუთარი სახელით გამოაქვეყნა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა.

„ევროკავშირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას განიხილავს რუსეთის ლიდერების ანგარიშვალდებულებისა და პასუხისგებაში მიცემის პროცესის დასაწყისში იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომელთა ჩადენას ისინი ავალებენ, ნებას რთავენ ან სჩადიან უკრაინაში“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში, რომელიც კვირას, 19 მარტს გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, ევროკავშირის იუსტიციის მინისტრებმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდამჭერი გაცხადება გაავრცელეს, რომლისთვისაც უნგრეთს ასევე არ მოუწერია ხელი.

როგორც მოსალოდნელია, რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერის საკითხი წარმოდგენილი იქნება ბრიუსელში 23-24 მარტს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის დასკვნით განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.