Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს - გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
1751316633
მუმბაიში, ინდოეთის საბაჟოს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ ტაილანდიდან ჩამოსული თვითმფრინავის მგზავრი გააჩერეს, რომელსაც ცოცხალი გველები გადაჰყავდა, რაც ამ თვეში მესამე შემთხვევაა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მამაკაცს 16 ცოცხალი გველი გადაჰყავდა, რომელთა კონფისკაცია მოხდა.
"საბაჟო თანამშრომლებმა... ველური ცხოველების კონტრაბანდის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს, ტაილანდიდან დაბრუნებულ მგზავრს 16 ცოცხალი გველი ჩამოართვეს", - განაცხადეს საბაჟოს თანამშრომლებმა.
მათი თქმით, დაკავება ინდოეთში, ჩჰატრაპატი შივაჯი მაჰარაჯის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.
საბაჟო სააგენტოს განცხადების თანახმად, მამაკაცი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.