დოლარი გაძვირდა! - განახლებული ვალუტის კურსი
1772740371
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.
რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ ''ერთი ადამიანი'' ევროკავშირში 90 მილიარდი ევროს გამოყოფას დაბლოკავს, მისი მისამართი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცემა.
„ალბათ ნახეთ, რომ ბოლო საათების განმავლობაში პრეზიდენტი ზელენსკი პრემიერ-მინისტრს პრაქტიკულად ფიზიკური განადგურებით დაემუქრა. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ჯარისკაცები მოინახულებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, თუ ჩვენ არ დავთანხმდებით, რომ უკრაინამ ევროპელი და მათ შორის უნგრელი ხალხის ფული მიისაკუთროს. ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს სრულიად ახალი მოცემულობაა ევროპაში: ქვეყნის პრეზიდენტი მკვლელობით ემუქრება ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს. უნგრეთის დაშანტაჟება შეუძლებელია.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დაშინება შეუძლებელია. ჩვენ, უნგრელებს, ვერავინ დაგვაშანტაჟებს, რა მუქარითაც არ უნდა გამოვიდეს პრეზიდენტი ზელენსკი. ჩვენ არ დავუშვებთ უნგრელი ხალხის ფულის უკრაინაში გადინებას. როგორც არ უნდა გვემუქრებოდეს ზელენსკი, ჩვენ არ დავუშვებთ უნგრეთის ომში ჩათრევას. რაოდენ მდაბიო და ქუჩური სტილითაც არ უნდა გვემუქრებოდეს იგი, ჩვენ არ გადავიხდით მათ ომში და არ ვაპირებთ ენერგორესურსებში ორჯერ, სამჯერ თუ ოთხჯერ მეტის გადახდას მათ გამო. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სიკვდილით ემუქრება, პარტია „ტისას“ მოკავშირეა, „ტისა“ კი ევროპის სახალხო პარტიის წევრია. ამ პარტიულ ოჯახში ყოფნის წინაპირობა სწორედ უკრაინის მხარდაჭერაა.
ევროპის სახალხო პარტია ევროპარლამენტში „ომის მომხრე“ ძალას წარმოადგენს. ფონ დერ ლაიენი და მანფრედ ვებერი ევროპაში ზელენსკის ყველაზე დიდი თაყვანისმცემლები არიან. ის, თუ როგორ დაემუქრა დღეს პრეზიდენტი პრაქტიკულად მკვლელობით უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ნათლად აჩვენებს უკრაინის რეალურ სახეს; ეს არის განაჩენი მათთვის, ვისაც ამ ქვეყნის ევროკავშირში ხილვა სურს და პარტია „ტისასთვისაც“, რომელიც უკრაინის მოკავშირეა აქ, უნგრეთში. როგორც არ უნდა გვემუქრებოდეს ზელენსკი, ჩვენ არჩევნებს მოვიგებთ.
როგორც არ უნდა სცადოს ჩარევა, უნგრეთს სუვერენული ეროვნული მთავრობა ეყოლება. ისინი ვერ გაწევრიანდებიან ევროკავშირში, ვერ წაიღებენ ჩვენს ფულს და ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ომებში. გათავისუფლებულ სამხედრო ტყვეებს კი თავი დაანებონ. ეს იყო ის მეგობრული გზავნილი, რომლის გაზიარებაც მსურდა“, - აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
დოლარი გაძვირდა! - განახლებული ვალუტის კურსი
1772740371
6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1772737440