1762176240
უმძიმესი კადრები: კატასტროფულ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა იტალიის ჩრდილოეთით
                                                                იტალიის ჩრდილოეთით, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ზარალის ოდენობა მილიარდობით ევროს აღწევს.
დაახლოებით 20 000 ადამიანს, საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუწია. ჩამოწოლილ მეწყერთა რაოდენობა 300-ს აღწევს, დაზიანებულია დაახლოებით 400 გზა, ზიანი საერთო ჯამში 42 მუნიციპალიტეტს მიადგა.
განსაკუთრებით დაზარალდა სოფლის მეურნეობა. ემილია-რომანიას რეგიონში მომხდარი წყალდიდობა, ქვეყნის ისტორიაში, ბოლო 100 წლის განმავლობაში, ყველაზე კატასტროფულ წყალდიდობად შეფასდა.





ასევე დაგაინტერესებთ:
                                                    
                                                    
                                                    
                                                    
                                                    
                                                    









