უკრაინულმა ძალებმა რუსეთის Wildberries-ზე დარტყმები განაახლეს. დაიბომბა ტამბოვის ოლქში მდებარე ობიექტი

უკ

 უკრაინულმა ძალებმა რუსეთის უმსხვილეს ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმა Wildberries-ზე დარტყმები განაახლეს. გვიან ღამით აფეთქებები რუსეთის ტამბოვის ოლქში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა, იუწყება უკრაინული მედია.

ადგილობრივების ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დაარტყეს, რის შედეგადაც ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა ევგენი პერვიშოვმა მოგვიანებით განაცხადა, რომ Wildberries-ის ობიექტი რეგიონზე განხორციელებული „დრონებით მასშტაბური თავდასხმის“ დროს დაზიანდა. მისი თქმით, ხანძარი 100 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე გავრცელდა.

გუბერნატორის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად Wildberries-ის ერთი თანამშრომელი დაშავდა.