1771274494
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა კრივოი როგში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ბალისტიკური რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კრივოი როგში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელზე, ოლექსანდრ ვილკულზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვილკული აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა ინფრასტრუქტურა ბალისტიკური რაკეტით დაბომბეს.
„მტერმა ინფრასტრუქტურა ბალისტიკური რაკეტით დაბომბა. დარჩით თავშესაფრებში, ვიდრე ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა ვილკულმა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.












