„დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად...“ - თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს
1793107873
ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე უნგრეთის წარმომადგენლებმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მე-4 და მე-5 კლასტერების გახსნა კვლავ დაბლოკეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უნგრეთის პოზიცია არ შეცვლილა“, - ციტირებს მედია ერთ-ერთ დიპლომატს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნისთვის, ირლანდიისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ უნგრეთი საკუთარ პოზიციას არ შეცვლიდა, თუმცა კლასტერების გახსნის საკითხი დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში მაინც ჩასვეს.
მოლაპარაკებების მე-4 კლასტერი მწვანე დღის წესრიგს და მდგრად დაკავშირებადობას გულისხმობს, ხოლო მე-5 კლასტერი - რესურსებს, სოფლის მეურნეობას.
ცნობისთვის, უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მე-4 და მე-5 კლასტერების გახსნა პირველად 20 ოქტომბერს დაბლოკა.