ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია
1746288429
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში მდებარე ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ვლადიმირის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ავდეევმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად მურომში მდებარე საწარმოში ხანძარი გაჩნდა.
„დაფიქსირებულია რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატის შემოფრენა. ისინი ჩამოაგდეს ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. დრონებმა დააზიანა ორი შენობა: ერთ-ერთში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ლოკალიზებულია. მეორე, უმნიშვნელოდ დაზიანდა“, – დაწერა გუბერნატორმა ტელეგრამში.
„რბკ-უკრაინის“ წყარომ განაცხადა, რომ მურომის ქარხანაში „საბრძოლო მასალების აალების საშუალებები, ასევე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და სამხედრო ავიაციისთვის განკუთვნილი კომპონენტები მზადდება“.
ევროკავშირს მურომის ქარხნისთვის სანქციები აქვს დაწესებული.