უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე რუსეთის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა

უკრაინა

4 სექტემბერს რუსეთმა კიევის ცენტრში, წმინდა სოფიას ტაძრის მოპირდაპირედ მდებარე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინას დრონით დაარტყა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე კიევში საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო, რასაც დაახლოებით ნახევარ საათში ქალაქის ცენტრში აფეთქებები მოჰყვა.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად შევჩენკოს რაიონში არასაცხოვრებელი შენობა დაზიანდა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დრონის სამიზნე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ოლექსანდრ პოკლადის კაბინეტი იყო.