უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ პირველ ოქტომბერს რუსეთის სმოლენსკის ავიაქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა

სმოლენსკის ავიაქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ადასტურებს, რომ პირველ ოქტომბერს რუსეთის სმოლენსკის ავიაქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა.

იერიშის სამიზნე X-59-ს ტიპის რაკეტების მწარმოებელი ქარხანა იყო. უკრიანის სამხედრო დაზვერვის ცნობით, ოთხიდან სამი დრონი სამიზნეს მოხვდა, დარტყმების შედეგად სხვადასხვა მოდიფიკაციის Х-59-ის ტიპის რაკეტების წარმოების პროცესი დაირღვა.

Х-59-ის რაკეტის მოქმედების რადიუსი 280 კილომეტრია. ურიანული მხარის ცნობით, აღნიშნული ტიპის რაკეტა ერთ-ერთია, რომელსაც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე თავდახმისთვის იყენებს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს სმოლენსკსა და სოჭზე დრონებით იერიში განხორციელდა.