უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ზელენსკი მზად არის პუტინთან შესახვედრად ორი საკვანძო საკითხის გადასაჭრელად

ანდრიი სიბიგა

კრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შესახვედრად, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის შესახებ - გადაიჭრას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიგამ „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში დღემდე შეუთანხმებელი რჩება ორი ყველაზე სენსიტიური საკითხი - ტერიტორიები და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომავალი კონტროლი.

„სწორედ მათ გადასაჭრელად არის პრეზიდენტი მზად, შეხვდეს პუტინს და ეს საკითხები განიხილოს“, - განაცხადა სიბიგამ.

ამავდროულად, მან დასძინა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საკუთარი შეხვედრის საჭიროებას ვერ ხედავს.

„ჩვენ არ უნდა შევქმნათ პარალელური არხები. არსებობს ჩამოყალიბებული მომლაპარაკებელი ჯგუფები, რომლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც შედიან. დამატებითი არხების შექმნა კი აქტუალური არ არის და არც საჭიროებას წარმოადგენს“, - აღნიშნა მინისტრმა.