ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1795427076
უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არსებობს, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბერლინში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე განაცხადა.
რუტემ აღნიშნა, რომ უკრაინას NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს, თუმცა ამჟამად ალიანსის წევრებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ არსებობს.
„ვინ შეიძლება გახდეს ნატო-ს წევრი, ეს მხოლოდ ნატო-ს გადასაწყვეტია. ალიანსში ამ საკითხთან დაკავშირებით სრული სიცხადეა“, – ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
რუტე ასევე არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთთან მოლაპარაკებების ნაწილი გახდეს. „ასეთი მოლაპარაკებების თემაზე სპეკულირებისთვის ჯერ ეს მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს“, – დასძინა მარკ რუტემ.