„15 მეტასტაზი გაუქრა თავიდან...“ - სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს კურნავს
1773863760
ბელგიის პრემიერ-მინისტრი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობის საკითხზე კიდევ ერთხელ საუბრობს. ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროპამ უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის პარალელურად, კონფლიქტის დასრულების გრძელვადიან სტრატეგიაზე უნდა იფიქროს.
"მარადიულ მტრობაში ცხოვრება თუ ნორმალიზაციისკენ სწრაფვა? თუ ასე დავსვამთ საკითხს, რა თქმა უნდა, მიზანი ნორმალიზაცია უნდა იყოს. ვფიქრობ, სწორად ფორმულირების შემთხვევაში, ეს სრულიად ბუნებრივია.
ბელგიას სურს, კვლავაც სრულად დაუჭიროს მხარი უკრაინას და რუსეთზე ზეწოლა მაქსიმალურ ნიშნულზე შეინარჩუნოს. ჩვენ აქტიურად ვლობირებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას; ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის სექტორში.
შესაბამისად, გეზი უცვლელია: უკრაინის 100%-იანი მხარდაჭერა და რუსეთზე 100%-იანი ზეწოლა, თუმცა, ამავდროულად, მოლაპარაკებებიც. ჩვენ უნდა გვქონდეს მოლაპარაკებების სტრატეგია. დაუშვებელია, ჩვენი განზრახვა იყოს ომის წლობით გაჭიანურება და უკრაინელთა სიცოცხლის გაწირვა, თუ საბოლოოდ მაინც მოლაპარაკებებამდე მივალთ", - აცხადებს ბარტ დე ვევერი.