წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1785353696
უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ახალი მეთაურის, გენერალ მიხაილო დრაპატის ხელმძღვანელობით, საბრძოლო დანაყოფების დაკომპლექტებისა და პირადი შემადგენლობის გადანაწილების აუდიტი ჩატარდება.
ეს გადაწყვეტილება მოჰყვა დრაპატის წინამორბედის, ოლექსანდრ სირსკის მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას. სირსკის ედავებოდნენ უკრაინის ისედაც მცირერიცხოვანი მობილიზებული რესურსის არაპროპორციულ გადამისამართებას ახლად ჩამოყალიბებულ ბრიგადებსა და საიერიშო დანაყოფებში - სტრუქტურებში, რომლებიც გამოირჩეოდნენ დაბალი ეფექტიანობით, ძალადობითა და გაუმართლებელი და მძიმე დანაკარგებით.
„მთავარი მიზანია ბრიგადებში, პოლკებსა და კორპუსებში დაკომპლექტების რეალური მდგომარეობის შეფასება, დანაყოფებს შორის პირადი შემადგენლობის გადანაწილების ეფექტიანობის ანალიზი და კადრების მართვის გაუმჯობესების გზების მოძიება“, - აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.
30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1785352414
ნახეთ მისამართები, სადაც შუქი გაითიშება
1785347927