საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძრებთან გასამკლავებლად, რუმინეთს და საბერძნეთს პოლონეთიც შეუერთდება - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი

საფრანგეთმა და ესპანეთმა ხანძრებთან გასამკლავებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მნიშვნელოვანი დახმარება მიიღეს, მათ შორის საგანგებო დახმარების ტექნიკა და პერსონალი. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუმინეთმა და საბერძნეთმა ორივე ქვეყანაში მიმდინარე მისიების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს.

მისივე თქმით, კვირის ბოლოს დაზარალებულ ქვეყნებს დამატებით დახმარებას პოლონეთიც გაუწევს.

„საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძრები კვლავ გრძელდება, თუმცა ევროპულ სოლიდარობას საზღვარი არ აქვს. რუმინეთმა და საბერძნეთმა გადაწყვიტეს, თავიანთი მისიები გაახანგრძლივონ და დაზარალებული რეგიონების მხარდაჭერა განაგრძონ. შაბათიდან მათ პოლონეთიც შეუერთდება. მადლობა თქვენი გამბედაობისა და თავდადებისთვის“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.