1774555363
უკრაინაში რუსეთის თავდასხმები გრძელდება - ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 133 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა
უკრაინაში, რუსულმა ჯარებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი ტერიტორია დაიკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 133 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
დონალდ ტრამპი უკრაინისთვის განკუთვნილი ამერიკული იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ამერიკის პრეზიდენტის განმარტებით, შტატები ამას მუდმივად აკეთებდა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ვარაუდით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან მოლაპარაკებების დროს უკრაინაზე ზეწოლას ახდენს, რათა მან ტერიტორიები დათმოს. კაია კალასმა განაცხადა, რომ ეს რუსული მოლაპარაკებების სტანდარტული სტილია.












