უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ცხრა ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ

იევში ცხრა ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის ოთხი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ცხრა ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში ჩავიდნენ დანიის, შვედეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ესტონეთისა და ხორვატიის ლიდერები.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, პატივცემულო მოკავშირეებო. მადლობა, რომ მხარს უჭერთ უკრაინას დღეს და რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი ომის ოთხი წლის განმავლობაშიც“, – წერს სოცალურ ქსელ X-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ კიევში ასევე იმყოფებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.

როგორც ცნობილია, დღეს კიევში დაგეგმილია უკრაინის მხარდამჭერ ე.წ. მსურველთა კოალიციის სხდომა.