უკრაინაში ომი გრძელდება - პოკროვსკში ოკუპანტებმა სამოქალაქო პირებს ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაღუპულები

ომი უკრაინაში

ომი გრძელდება უკრაინაში - პოკროვსკში ოკუპანტებმა სამოქალაქო პირებს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა სამი ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

დრონებით დარტყმის სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ქვანახშირის ერთ-ერთ მაღარო. მაშველებმა გვირაბებიდან 200-მდე მუშა ამოიყვანეს.

პარალელურად, სამშვიდობო პროცესის შესახებ Foxnews-თან ინტერვიუში ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შტატებს არ შეუძლია, უკრაინას მთელი თავისი იარაღი გადასცეს. Financial Times-ი კი წერს, რომ ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, მიიღოს რუსეთის მიერ წაყენებული პირობები, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი უკრაინას განადგურებით დაემუქრა.